ავტორიზაცია

სოლსკიაერი: "რონალდუ მანჩესტერში იმისათვის არ გადმოსულა, რომ სკამზე იჯდეს"

სოლსკიაერი: "რონალდუ მანჩესტერში იმისათვის არ გადმოსულა, რომ სკამზე იჯდეს"
თარიღი 30 Aug 2021, 00:31

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა გუნდში თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნებაზე განცხადება გააკეთა.

"ჩვენთან კონტრაქტი იმისათვის არ გაუფორმებია, რომ სკამზე იჯდეს. რონალდუ "ემიუს" უკეთესს გახდის", - აცხადებს ნორვეგიელი სპეციალისტი.

"კრიშტიანუ შეიცვალა, როგორც ფეხბურთელი. აქამდე მარჯვნიდან, მარცხნიდან თამაშობდა. ჩემი აზრით, ახლა ცენტრფორვარდია, მაგრამ იქნება მატჩები, სადაც ორი ან სამი თავდამსხმელით ვითამაშებთ. მინდა, რომ რონალდუ საჯარიმოში იყოს და გოლები გაიტანოს".

"ახლა რონალდუ უფრო გამოცდილია, ვიდრე მაშინ, როცა აქ თამაშობდა. შეიცვალა და წარმოუდგენელი კარიერა აიწყო. დარწმუნებული ვარ, მოსწონს საუბრები იმის შესახებ, რომ ზედმეტად მოხუცია. ისაუბრეთ მასზე, ის კი გვაჩვენებს, თუ რა შეუძლია", - ციტირებს სოლსკიაერის სიტყვებს Sky Sports.

36 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი "ეშმაკუნების" ღირსებას 2003 წლიდან 2009 წლამდე იცავდა. გასულ სეზონში კრიშტიანუმ სერია ა-ში "იუვენტუსის" მაისურით 33 მატჩი ჩაატარა, 29 გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.