"საუკეთესო ფორმისგან ჯერ კიდევ შორსაა", - პოჩეტინომ პსჟ-ში მესის დებიუტი შეაფასა
"პსჟ"-ს მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ პარიზელთა რიგებში თავდამსხმელ ლიონელ მესის დებიუტი შეაფასა.
არგენტინელი სუპერვარსკვლავი მოედანზე 66-ე წუთზე მოგვევლინა, ლეომ ნეიმარი შეცვალა.
"კარგია. ლეოს მოედანზე შესვლამ და ბურთთან მისმა პირველმა შეხებამ რაღაც მოგვცა, გუნდს დამაჯერებლობა შემატა. ისეთი ფეხბურთელისთვისაც კი, როგორიც მესია, კარგი დებიუტი მნიშვნელოვანია".
"ლეო თამაშში კარგად ჩაერთო. მესი ჯერ კიდევ შორს არის თავისი საუკეთესო ფორმისგან, მაგრამ კარგად ვარჯიშობს. სანაკრებო პაუზის შემდეგ, ბოლომდე მწყობრში იქნება", - ციტირებს პოჩეტინოს სიტყვებს RMC Sport.