ავტორიზაცია

გვარდიოლა: "იყიდიდა თუ არა სიტი რონალდუს, ეს რომ იუნაიტედს არ გაეკეთებინა?"

გვარდიოლა: "იყიდიდა თუ არა სიტი რონალდუს, ეს რომ იუნაიტედს არ გაეკეთებინა?"
თარიღი 30 აგვ 2021, 02:23

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, კრიშტიანუ რონალდუმ "იუვენტუსის" ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლაზე მორიგი კომენტარი გააკეთა.

"იყიდიდა თუ არა "სიტი" რონალდუს, ეს "იუნაიტედს" რომ არ გაეკეთებინა? არა მგონია", - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს ჟურნალისტი, სიმონ ბაიკოვსკი.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ქალაქელები" მზად იყვნენ 36 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავისთვის 2-წლიანი კონტრაქტი გაეფორმებინათ, თუმცა კრიშტიანუმ არჩევანი "ეშმაკუნების" სასარგებლოდ გააკეთა.

რონალდუს "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება 27 აგვისტოს ოფიციალურად დადასტურდა. იგი 2003 წლიდან 2007 წლამდეც ირიცხებოდა მანიკუნიანელთა რიგებში და ამ დროის განმავლობაში ჩატარებულ 292 მატჩში 118 გოლი გაიტანა.