ავტორიზაცია

"სიტიში გადასვლის შემდეგ რიადი შეიცვალა, კეინის მეუღლეს კი ახლა გაუმართლა", - მაჰრეზის ექს-მეუღლე

"სიტიში გადასვლის შემდეგ რიადი შეიცვალა, კეინის მეუღლეს კი ახლა გაუმართლა", - მაჰრეზის ექს-მეუღლე
თარიღი 30 აგვ 2021, 13:33

რიად მაჰრეზის მეუღლემ, რიტა ჯოჰალმა, ისაუბრა თუ როგორ აისახა ფეხბურთელზე „ლესტერიდან“ „მან სიტიში“ გადასვლა.

„სხვა ადამიანების ცხოვრებაზე ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლამ ჩემი ქმარი შეცვალა. ალბათ, ჰარი კეინის მეუღლეს გაუმართლა, სხვებიც ფრთხილად უნდა იყვნენ.

რიადი პოპულარობას ვერ გაუმკლავდა და „მან სიტიში“ გადასვლის შემდეგ ძალიან შეიცვალა. რიადი, რომელსაც მე ვიცნობდი, სხვა ადმაიანი გახდა. ახლა ის ზედმეტად დიდ დროს ატარებს წვეულებებზე.

ვერ ვიტყვი, რომ მას ვერ ვიტან, ეს ძალიან ძლიერი სიტყვაა, მაგრამ შოკირებული და განაწყენებული ვარ იმით, რაც მან გააკეთა. მან უეცრად მიმატოვა და მიზეზად მოიშველია ზეწოლა, რომელსაც „მან.სიტიში“ განიცდის.“ - აღნიშნა ჯოჰალმა The Sun-თან საუბარში.

ჯოჰალმა და მაჰრეზმა ერთმანეთი 2014 წელს გაიცნეს, 4 თვის შემდეგ კი დაქორწინდნენ, მათ ორი შვილი ჰყავთ. 

დაშორების შემდეგ, მაჰრეზმა რომანო მოდელ ტეილორ უორდთან გააბა.

ამ ზაფხულს კეინი აქტიურად ცდილობდა „სიტიში" გადასვლას, თუმცა „ტოტენჰემმა" მისი გაშვება არ მოისურვა.