ავტორიზაცია

"უმადურო ნაბი*ვარო, ლეონარდოზე დიდი ***** ხარ", - მილანის ტიფოზები დონარუმას ემუქრებიან

"უმადურო ნაბი*ვარო, ლეონარდოზე დიდი ***** ხარ", - მილანის ტიფოზები დონარუმას ემუქრებიან
თარიღი 30 აგვ 2021, 17:29

"მილანის" გულშემატკივრები გოლკიპერ ჯანლუიჯი დონარუმაზე ამ ზაფხულს "პსჟ"-ში გადასვლის გამო გაბრაზებულები არიან, იუწყება Football Italia.

როგორც აღინიშნება, 29 აგვისტოს, "კალიარისთან" გამართული მატჩის წინ, "როსონერის" ტიფოზებმა ორი ბანერი გამოფინეს. პირველზე ეწერა: "მოღალატეები არ გვავიწყდება, ფრთხილად იყავით, როცა მილანში დაბრუნდებით". მეორეზე კი: "დონარუმა, უმადურო ნაბი*ვარო, ლეონარდოზე დიდი ***** ხარ".

მოგეხსენებათ, 22 წლის მეკარე 16 წლის ასაკიდან "მილანის" რიგებში ასპარეზობდა და ამ დროის განმავლობაში 251 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

"პარი სენ ჟერმენმა" დონარუმას უფასო ტრანსფერი 14 ივლისს დაადასტურა და მას 2026 წლამდე გათვლილი კონტრაქტი გაუფორმა.

იხილეთ ფოტო