ავტორიზაცია

დონარუმა: "კეილორ ნავასი შესანიშნავი მეკარეა, მაგრამ მე პსჟ-ში მოვედი იმისთვის, რომ ვითამაშო"

დონარუმა: "კეილორ ნავასი შესანიშნავი მეკარეა, მაგრამ მე პსჟ-ში მოვედი იმისთვის, რომ ვითამაშო"
თარიღი 23 აგვ 2021, 16:02

„პარი სენ ჟერმენის“ გოლკიპერმა, ჯანლუიჯი დონარუმამ, პარიზულ გუნდში გადასვლაზე ისაუბრა.

„პსჟ დამიკავშირდა და ჩემი გადაბირების სურვილი გამოთქვა, მე კი ამ გუნდში მინდოდა გადასვლა. 

კონკურენცია არ მაშინებს. კეილორ ნავასი - შესანიშნავი მეკარეა, მაგრამ აქ იმისთვის ვარ, რომ ვითამაშო.

კონკურენცია ორივესთვის სასარგებლოა, ეს მომატებაში დამეხმარება. ტოპ-გუნდებში ის ყოველთვის არსებობს, ასე რომ ეს პრობლემა არ იქნება. ის შესანიშნავი პიროვნებაა, მეგობრები ვართ.

მინდა, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ ვიქცე. საამისოდ კი რაღაც უნდა შეწირო, იშრომო და თავმდაბალი დარჩე - ეს ყველაზე მთავარია.“ - აღნიშნა დონარუმამ.

ევრო 2020-ს საუკეთესო ფეხბურთელი „პარი სენ ჟერმენს“ „მილანიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, მას შემდეგ რაც მშობლიურ გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა.