ავტორიზაცია

პსჟ მზად არის იკარდი იუვენტუსში გაუშვას, თუმცა მხოლოდ ერთი პირობით

პსჟ მზად არის იკარდი იუვენტუსში გაუშვას, თუმცა მხოლოდ ერთი პირობით
თარიღი 30 Aug 2021, 17:38

"პარი სენ ჟერმენი" ამ ზაფხულს თავდამსხმელ მაურო იკარდის ტურინის "იუვენტუსში" გაშვებაზე თანახმაა.

თუმცა, როგორც ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, პარიზელები მზად არიან 28 წლის არგენტინელი ერთწლიანი იჯარით გაუშვან, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომავალ ზაფხულს "ბებერი ქალბატონი" ფეხბურთელის კონტრაქტს აუცილებლად შეისყიდის.

"იუვეში" ჯერ დარწმუნებულები არ არიან იმაში, უღირთ თუ არა ასეთი ნაბიჯის გადადგმა.

იკარდი "პსჟ"-ში მილანის "ინტერიდან" გადავიდა. ფრანგული კლუბის რიგებში მან ყველა ტურნირზე ერთად 66 მატჩი ჩაატარა, 35 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი პასი გააკეთა.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა მაუროს პარიზელებთან კიდევ სამი სეზონით აკავშირებს. Transfermarkt-ის ვერსიით, მისი სატრანსფერო ფასი ამჟამად 40 მილიონ ევროს შეადგენს.