ავტორიზაცია

როგორ გამოიყურება ეპლ-ის ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშეთა 10-ეული რონალდუს და ლუკაკუს გადმოსვლით?

როგორ გამოიყურება ეპლ-ის ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშეთა 10-ეული რონალდუს და ლუკაკუს გადმოსვლით?
თარიღი 30 Aug 2021, 21:49

კრიშტიანუ რონალდუს "მანჩესტერ იუნაიტედში" და რომელუ ლუკაკუს ლონდონის "ჩელსიში" დაბრუნების შემდეგ, პრემიერ ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშეთა 10-ეული შეიცვალა.

პირველ და მეორე ადგილებს სწორედ პორტუგალიელი და ბელგიელი თავდამსხმელები იკავებენ. ლიდერი არის "წითელი ეშმაკების" ფორვარდი, რომელიც კვირაში 480 000 ფუნტს მიიღებს.

"არისტოკრატების" შემტევი კი 450 ათასს. მესამე ადგილზე არის "მანჩესტერ სიტის" კაპიტანი, კევინ დე ბრუინი, 385 ათასი ფუნტი სტერლინგით კვირაში. შემდეგ მოდის კიდევ ერთი "ქალაქელი", ჯეკ გრილიში, 380 000. სრული 10-ეული ასეთია:

1. კრიშტიანუ რონალდუ (მანჩესტერი) - 480 000

2. რომელუ ლუკაკუ (ჩელსი) - 450 000

3. კევინ დე ბრუინი (მან სიტი) - 385 000

4. ჯეკ გრილიში (მან სიტი) - 380 000

5. დავიდ დე ხეა (მანჩესტერი) - 375 000

6. პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი) - 350 000

7. ჰარი კეინი (ტოტენჰემი) - 300 000

8. რაჰიმ სტერლინგი (მან სიტი) - 300 000

9. პოლ პოგბა (მანჩესტერი) - 290 000

10. ანტონი მარსიალი (მანჩესტერი) - 250 000