ავტორიზაცია

"იდეალურია!", - მოურინიოს კომენტარი რონალდუს მანჩესტერში დაბრუნების შესახებ

"იდეალურია!", - მოურინიოს კომენტარი რონალდუს მანჩესტერში დაბრუნების შესახებ
თარიღი 30 აგვ 2021, 21:20

"რომას" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო, კრიშტიანუ რონალდუს "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნებას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, პორტუგალიელები ერთად მადრიდის "რეალში" მუშაობდნენ.

"იდეალური გარიგება, რომლითაც ყველა კმაყოფილი დარჩა. პირველ რიგში თავად რონალდუ, ისევე როგორც იუვენტუსი და მანჩესტერიც. მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია.

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანზე ახალს ვერაფერს ვიტყვი - ის არის ბუნებით გამარჯვებული ფეხბურთელი, რომელიც თითქმის 20 წელია, რაც თამაშის ხარისხს არ აგდებს.

კრიშტიანუ იტანს გოლებს, იგებს ტიტულებს, წერს ისტორიას და ახლა ყველაფერი გაგრძელდება იქ, საიდანაც დაიწყო", - განაცხადა "წითელი ეშმაკების" ყოფილმა დამრიგებელმა.