"რონალდუს დაბრუნება მანჩესტერს მაინც ვერ დაყენებს ჩელსისა და სიტიზე მაღლა", - ნევილი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი კაპიტანი, გარი ნევილი, კრიშტიანუ რონალდუს ქამბექს გამოეხმაურა. ინგლისელი ვეტერანი მაინც საკმაოდ პესიმისტურად არის განწყობილი.
"მე უკვე ვთქვი, რომ საჩემპიონო ბრძოლა გათამაშდება მან სიტისა და ჩელსის შორის, მანჩესტერი კი მხოლოდ მათ შემდეგ იქნება. ამას ვერც რონალდუს დაბრუნება შეცვლის.
დიახ, იუნაიტედი მნიშვნელოვნად გაძლიერდება, თუმცა მეზობლები და ლონდონელები შეთამაშების მხრივ უფრო მაღალ საფეხურზე არიან. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მე "ეშმაკუნები" ჩამოვწერე.
ფაქტია, ეს გუნდი ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე პორტუგალიელი თავდამსხმელის გადმოსვლამდე. ვნახოთ, რას შემატებს ის მანკუნიანელებს", - განაცხადა "მანჩესტერის" ექს-მარჯვენა მცველმა.