ავტორიზაცია

მანჩესტერში დარჩენა თუ სხვა კლუბში გადასვლა? - ინგლისური პრესის ვარაუდი პოგბას შესახებ

მანჩესტერში დარჩენა თუ სხვა კლუბში გადასვლა? - ინგლისური პრესის ვარაუდი პოგბას შესახებ
თარიღი 30 Aug 2021, 23:29

Daily Star-ის თანახმად, პოლ პოგბა 2022 წლის ზაფხულში დატოვებს "მანჩესტერ იუნაიტედს", რადგან კლუბი და ფეხბურთელი კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე შეთანხმების მიღწევას ვერ ახერხებენ.

ევროპული პრესა ვარაუდობს, რომ ფრანგი ცენტრალური ნახევარმცველი აირჩევს "პარი სენ-ჟერმენს", თუმცა უკანასკნელ პერიოდში მადრიდის "რეალის" ვარიანტი უფრო აქტუალური გახდა.

"წითელი ეშმაკების" ფლეიმეიქერის გარდა, "სამეფო კლუბი" იმუშავებს კილიან მბაპეს და ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერებზეც. ერთი სიტყვით, "ბლანკოსი" თავის ქომაგებს ცხელ ზაფხულს პირდება.

"მანკუნიანელებს" აქვთ მთელი სეზონი თავიანთი ექვსიანის დასაყოლიებლად, თუმცა ევროპული პრესა დარწმუნებულია, რომ ფეხბურთელი კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს.