ავტორიზაცია

დადასტურდა: მანჩესტერი ჯეიმსს უშვებს - უელსელის ახალი გუნდი ცნობილია

დადასტურდა: მანჩესტერი ჯეიმსს უშვებს - უელსელის ახალი გუნდი ცნობილია
თარიღი 30 აგვ 2021, 22:54

დადასტურდა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" დაემშვიდობება თავის შემტევს, დანიელ ჯეიმსს. უელსელი ვინგერი "წითელი ეშმაკებიდან" კარიერას "ლიდსში" გააგრძელებს.

"მანკუნიანელები" თავისი გარემარბის სანაცვლოდ მიიღებენ 24 მილიონ ფუნტ სტერლინგს და ამის გარდა, "თეთრების" მხრიდან ბონუსებიც იქნება გათვალისწინებული.

23-წლის ფლანგელის ტრანსფერი დაიხურება უკვე ხვალ, 31 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც ფეხბურთელი "ფარშევანგებში" სამედიცინო შემოწმებას ოფიციალურად გაივლის.

ბრიტანელი შემტევი "ოლდ ტრაფორდზე" თამაშობდა 2019 წლიდან და ამ დროის განმავლობაში მან მოასწრო 74 შეხვედრის ჩატარება და ცხრა გოლის გატანა. სხვა დეტალები ჯერ არ ხმაურდება.