რონალდუ: "მოუთმენლად ველი გადავსებულ ოლდ ტრაფორდზე გამოსვლას"
კრიშტიანუ რონალდუ "მანჩესტერ იუნაიტედში" ოფიციალურად დაბრუნდა. "წითელ ეშმაკებში" ქამბექის შემდეგ, პორტუგალიელმა თავდამსხმელმა პირველი კომენტარი გააკეთა:
"მანჩესტერი არის კლუბი, რომელსაც ჩემს გულში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა. გაოგნებული დავრჩი იმ ყურადღებით, რომელიც გასულ პარასკევს ვიგრძენი.
"გადავსებულ ოლდ ტრაფორდზე თამაშს მოუთმენლად ველი. აქაურობა ძალიან მომენატრა და იმედი მაქვს, წინ წარმატებული სეზონი გველის", - განაცხადა "მანკუნიანელების" ფორვარდმა.
შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული შვიდიანი "მანჩესტერში" 2003-2009 წლებში თამაშობდა. პირენეელი შემტევის შემდეგი გუნდი იყო მადრიდის "რეალი", მოგვიანებით კი ტურინის "იუვენტუსი".
36-წლის ბომბარდირის ყოველკვირეული ხელფასი იქნება 480 000 ფუნტი სტერლინგი, რითაც ის პრემიერ ლიგის ყველაზე მაღალანზღაურებადი ფეხბურთელი იქნება.