მანჩესტერი ბრუნოს ახალ კონტრაქტზე ამუშავდა

"მანჩესტერ იუნაიტედი" ნახევარმცველ ბრუნო ფერნანდეშთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
როგორც გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, ამჟამად "ეშმაკუნების" პრიორიტეტული დავალება სწორედ ეს არის.
თავად პორტუგალიელი მზადაა ახალი ხელშეკრულება გააფორმოს. მხარეები ახლა ხელფასზე თანხმდებიან.
კლუბი 26 წლის ნახევარმცველთან კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხს ივლისის თვის ბოლო რიცხვებიდან განიხილავს. როგორც აღინიშნება, ახალი გარიგება 2026 წლის ივნისის ბოლომდე იქნება გათვლილი.
2021/22 წლების სეზონში ფერნანდეშმა "ემიუს" რიგებში ერთი მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა. მოქმედი კონტრაქტის ვადა ბრუნოს "იუნაიტედთან" 2025 წლის ივნისის ბოლოს ეწურება.