ავტორიზაცია

"მანჩესტერი ოთხეულში ადგილის დამკვიდრებისთვის იბრძოლებს", - ჰესკი

"მანჩესტერი ოთხეულში ადგილის დამკვიდრებისთვის იბრძოლებს", - ჰესკი
თარიღი 30 Aug 2021, 23:32

"ლივერპულის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ემილ ჰესკიმ პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის საჩემპიონო რბოლის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"მგონია, რომ ჩემპიონი კვლავ მან სიტი გახდება. დიახ, პირველ ტურში იყო წაგება ტოტენჰემთან, თუმცა ეს გუნდი ფორმაში ყოველთვის ნელ-ნელა შედის ფორმაში, ეს ყველამ ვიცით.

შემდეგ იქნებიან ლივერპული და ჩელსი. სწორედ ეს იქნება საჩემპიონო სამეული. იმედი მაქვს, ჩემპიონთა ლიგის ზონას დახურავს ლესტერი და არა რომელიმე სხვა გუნდი.

რაც შეეხება მანჩესტერს, მათ ადგილს ოთხეულში ვერ ვხედავ. მან სიტი, ლივერპული, ჩელსი, ლესტერი - ეს არის ჩემი პროგნოზი", - განაცხადა ინგლისელმა ვეტერანმა.