ავტორიზაცია

ჟერომ ბოატენგმა ახალი კლუბი მოიძია - შეთანხმება შედგა

ჟერომ ბოატენგმა ახალი კლუბი მოიძია - შეთანხმება შედგა
თარიღი 31 აგვ 2021, 18:50

გერმანიის ნაკრების და მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილი ცენტრალური მცველი, ჟერომ ბოატენგი კარიერას ფრანგულ ლიგა 1-ში გააგრძელებს.

ინსაიდერი ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ბოატენგმა პირადი კონტრატქტის დეტალები ფრანგულ „ლიონთან“ შეათანხმა, ტრანსფერი უკვე დახურულია.

ბოატენგმა „ბაიერნი“ 30 ივნისს კონტრაქტის ამოწურვის შედეგად დატოვა, თუმცა კლუბის მოძიება ამ დრომდე ვერ მოახერხა და მხოლოდ დედლაინზე შეძლო დამსაქმებლის მოძიება.

„ლიონთან“ გაფორმებული კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით არ საჯაროვდება.

„ბაიერნში“ ბოატენგმა 10 წელი გაატარა, იქამდე ერთი წელი „სიტიში“ ითამაშა, კიდევ უფრო ადრე კი „ჰამბურგში“ და „ჰერტაში“ ირიცხებოდა.