შეთანხმება შედგა - საულ ნიგესი ჩელსის ფეხბურთელია!

როცა თითქოს ყველაფერი ჩაშლილი იყო, კლუბებმა შეთანხმებას მიაღწიეს.
მადრიდის „ატლეტიკოს“ ნახევარმცველი საულ ნიგესი კარიერას ლონდონის „ჩელსიში“ გააგრძელებს.
კლუბებმა შეთანხმებას მიაღწიეს - საული ლონდონში სამედიცინო შემოწმების გასავლელად და კონტრაქტის გასაფორმებლად მიფრინავს.
„ჩელსი“ ფეხბურთელს იჯარით და გამოსყიდვის უფლებით დაიმატებს.
საულის იჯარით აყვანა ლონდონურ კლუბს 5 მილიონი ევრო დაუჯდება, კონტრაქტის სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი, მაგრამ ფაბრიციო რომანოც ადასტურებს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება საბოლოოდ შედგა და ტრანსფერი დაიხურა.