რეალმა მბაპეს შესაძენად რეკორდის მოხსნაც დააპირა, მაგრამ პსჟ შეურყეველი აღმოჩნდა - ფრანგი პარიზში რჩება

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს მადრიდის „რეალმა“ კილიან მბაპეს შესაძენად სატრანსფერო რეკორდის მოხსნაც კი გადაწყვიტა, მაგრამ ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი.
ესპანური ჟურნალისტების ინფორმაციას talkSPORT-იც ადასტურებს, დღეს „რეალმა” „პსჟ-ს“ მბაპეს სანაცვლოდ 220 მილიონი ევროზე მეტის გადახდის მზადყოფნა გამოუთქვა, თუმცა პარიზელები მოიქცნენ ისევე, როგორც წინა შემოთავაზებების დროს - მადრიდს უბრალოდ პასუხი არ გასცეს.
შესაბამისად, „რეალმა“ გაიაზრა, რომ ამ ზაფხულს ფრანგი ფორვარდი მათთან არ გადაბარგდება. თუმცა, მათ დიდხანს ლოდინიც არ მოუწევთ - 1 იანვრიდან, თუ იქამდე მბაპე არ გაახანგრძლივებს, „სამეფო კლუბს“ მასთან წინასწარი გაფორმება შეეძლება, თუმცა გუნდს ის ივნისის ბოლოდან შეუერთდება.
პირველი შემოთავაზება „რეალმა“ 160 მილიონი ევროს ოდენობით გააკეთა, მეორე - 180, მესამეთი კი მსოფლიო სატრანსფერო რეკორდის მოხსნაც კი დააპირეს, მაგრამ „პსჟ“ უარზე დარჩა.