აბურჯანია: "სასწორზე უმნიშვნელოვანესი 3 ქულა დევს"

2 სექტემბერს, საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს კოსოვოსთან გამართავს.
მატჩის წინ კომენტარი ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ გააკეთა.
"პირველ რიგში ჩვენი კონცენტრაცია კოსოვოსთან მატჩზეა მიმართული, რადგან სასწორზე უმნიშვნელოვანესი 3 ქულა დევს.
შინ ვთამაშობთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავიმარჯვოთ", - განაცხადა აბურჯანიამ.