დავით ხოჭოლავა: "სასიამოვნოა, რომ ასეთ კარგ სტადიონზე ვითამაშებთ"
2 სექტემბერს, საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს კოსოვოსთან გამართავს.
მატჩის წინ კომენტარი ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა დავით ხოჭოლავამ გააკეთა.
"მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ეს ჩემთვის პირველი თამაშია, რადგან წინა შეკრება კორონავირუსის გამო გამოვტოვე
. მინდა, ამ შეკრებაზე ორმაგად დავეხმარო ნაკრებს და ძალიან სასიამოვნოა, რომ ასეთ კარგ სტადიონზე ვითამაშებთ".