ავტორიზაცია

ოფიციალურად: პარი სენ-ჟერმენმა მორიგი ტრანსფერი დაადასტურა

ოფიციალურად: პარი სენ-ჟერმენმა მორიგი ტრანსფერი დაადასტურა
თარიღი 01 სექ 2021, 02:23

„პარი სენ-ჟერმენმა“ ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

ლისაბონის „სპორტინგის“ 19 წლის მარცხენა მცველი ნუნო მენდეში კარიერას „პსჟ-ში“ გააგრძელებს.

კლუბებმა სრულ შეთანხმებას მიაღწიეს - მენდეში კარიერას „პარკ დე პრენსზე“ იჯარით გააგრძელებს, პარიზელები მის იჯარაში 4 მილიონ ევროს გადაიხდიან და მომავალ სეზონში მისი შეძენა 40 მილიონ ევროდ შეეძლებათ.

„პსჟ-ს“ გარდა ფეხბურთელის შეძენისთვის „მანჩესტერ სიტიც“ იბრძოდა, თუმცა ამხელა თანხის გადახდა არ მოისურვა.

„პარი სენ-ჟერმენმა" კი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სატრანსფერო ფანჯარა პერსპექტიული მარცხენა მცველის შეძენით დახურა.