ორი ფეხბურთელი, რომელთა დახმარებითაც ბარსელონამ აგუერო ლა ლიგაში დაარეგისტრირა
"ბარსელონამ" ესპანეთის ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად ფორვარდი, სერხიო აგუერო დაარეგისტრირა.
აღნიშნულ ინფორმაციას ლა ლიგის ოფიციალური საიტიც ადასტურებს.
კლუბმა ამის გაკეთება იმის წყალობით მოახერხა, რომ სერხიო ბუსკეტსი და ხორდი ალბა ანაზღაურების საგრძნობლად შემცირებას დათანხმდნენ.
მოგეხსენებათ, 33 წლის აგუერო "ბარსას" ზაფხულში "მანჩესტერ სიტიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.