ავტორიზაცია

"რაც თავი მახსოვს ამ გუნდის ქომაგი ვარ", - აგუეროს მივიწყებული ინტერვიუ 2006 წლიდან

"რაც თავი მახსოვს ამ გუნდის ქომაგი ვარ", - აგუეროს მივიწყებული ინტერვიუ 2006 წლიდან
თარიღი 09 Aug 2021, 14:04

სერხიო აგუეროს "მანჩესტერ სიტიდან" "ბარსელონაში" გადასვლის შემდეგ, ევროპულმა პრესამ გაიხსენა ფეხბურთელის ინტერვიუ, რომელიც მან ჩაწერა 2006 წელს, ჯერ კიდევ "ინდეპენდიენტეში" თამაშის დროს.

"აუცილებლად ავირჩევ პრემიერ ლიგას, რადგან რაც თავი მახსოვს, ლივერპულის გულშემატკივარი ვარ. ამ გუნდში გადასვლა ჩემთვის ბავშვობის ოცნების ახდენა იქნებოდა.

მახსოვს ჩემპიონთა ლიგის 2005 წლის ფინალი, რომელშიც მერსისაიდელებმა მილანი დაამარცხეს. მათი თითოეული გოლი მიხაროდა", - აცხადებდა არგენტინელი თავდამსხმელი.

როგორც ვხედავთ, ბუენოს-აირესელთა ყოფილ ფორვარდს ოცნება არ აუხდა, რადგან ევროპაში მას მოუწია არა "წითლებში", არამედ მადრიდის "ატლეტიკოში", "ქალაქელებსა" და კატალონიაში თამაში.

აქვე დავამატებთ, რომ სამხრეთ ამერიკელი შემტევი ამ დროისთვის ტრავმრიებულია და სამედიცინო დასკვნის თანახმად, ფეხბურთელი მოედანზე ორ ან სამ თვეში დაბრუნდება.