ავტორიზაცია

ჟირუ განაცხადს მიღმაა — საფრანგეთის ნაკრებს ახალი პენალტისტი ჰყავს

ჟირუ განაცხადს მიღმაა — საფრანგეთის ნაკრებს ახალი პენალტისტი ჰყავს
თარიღი 01 სექ 2021, 20:40

"რეალის" თავდამსხმელი, კარიმ ბენზემა საფრანგეთის ნაკრების პენალტისტად დაინიშნა, იტყობინება L'Equipe.

აქამდე, "მამლების" რიგებში თერთმეტმეტრიანებს ოლივიე ჟირუ ასრულებდა, რომელიც უახლოესი მატჩებისთვის ეროვნულ გუნდში არ გამოიძახეს.

მოგეხსენებათ, ბენზემა ამ წელს 2015 წლის შემდეგ პირველად გამოიძახეს ნაკრებში. ევრო 2020-ზე მან ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ოთხი გოლი გაიტანა.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით, საფრანგეთი დღეს ბოსნია-ჰერცოგოვინას დაუპირისპირდება, 4 სექტემბერს უკრაინას, 7 სექტემბერს კი - ფინეთს.