ავტორიზაცია

"ჩემი სინდისი სუფთაა", - კეინმა მანჩესტერ სიტიში არშემდგარ ტრანსფერზე ისაუბრა

"ჩემი სინდისი სუფთაა", - კეინმა მანჩესტერ სიტიში არშემდგარ ტრანსფერზე ისაუბრა
თარიღი 01 სექ 2021, 20:52

"ტოტენჰემის" თავდამსხმელ ჰარი კეინის თქმით, "მანჩესტერ სიტიში" არშემდგარ ტრანსფერს მისი რეპუტაცია არ გაუფუჭებია.

"არ ვფიქრობ, რომ რეპუტაცია გამიფუჭდა. საფეხბურთო ინდუსტრიაში ყველა წვრილმანი ესმით. ამ სიტუაციაში მშვიდად ვიყავი".

"როცა ამის შიგნით ხარ და სიმართლე იცი, შენი სინდისი სუფთაა. აჟიოტაჟი ყოველთვის იქნება. კარიერაში აღმასვლაც მქონია და დაღმასვლაც, ეს პროცესის ნაწილია", - ციტირებს კეინის სიტყვებს talkSPORT.

გავრცელებული ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტი" "ტოტენჰემს" 28 წლის ინგლისელი ფორვარდის სანაცვლოდ 150 მილიონ ევროს სთავაზობდა.

გასულ სეზონში კეინმა ყველა ტურნირზე ერთად 49 მატჩი ჩაატარა, 33 გოლი გაიტანა და 16 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

კეინი: "მხოლოდ ტოტენჰემთან ერთად ტიტულების მოგებაზე ვფიქრობ"