ავტორიზაცია

კეინი: "მხოლოდ ტოტენჰემთან ერთად ტიტულების მოგებაზე ვფიქრობ"

კეინი: "მხოლოდ ტოტენჰემთან ერთად ტიტულების მოგებაზე ვფიქრობ"
თარიღი 01 სექ 2021, 12:24

"ტოტენჰემის" ლიდერი, ჰარი კეინი ძალიან ახლოს იყო "მანჩესტერ სიტიში" გადასვლასთან, თუმცა ტრანსფერი არ შედგა. ინგლისელმა თავდამსხმელმა ლონდონში დარჩენაზე კომენტარი გააკეთა:

"მან სიტი ჩემი ტრანსფერით იყო დაინტერესებული და ამაში ცუდი არაფერი იყო. საფეხბურთო ინდუსტრია ხომ ასე მუშაობს. გარკვეული მიზეზების გამო, ტრანსფერი ჩაიშალა.

მიზეზებზე საუბარს არ აქვს აზრი, ფაქტია, ტოტენჰემში დავრჩი და ჩემი ფიქრები მხოლოდ ამ გუნდის შესახებ არის. ჩემი მიზანი ლონდონში ტიტულების მოგება იქნება.

გვყავს ახალი მწვრთნელი, კარგი შედეგები და მომავლის იმედი. ვფიქრობ, რომ წინ კარგი სეზონი გველის", - განაცხადა "ჰოტსპურის" ლიდერმა, რომელიც "ქალაქელებში" გაადსვლისკენ იხრებოდა.