ავტორიზაცია

"მისით ბევრი კლუბი ინტერესდებოდა", - რატომ დარჩა ვან დე ბეეკი მანჩესტერში?

"მისით ბევრი კლუბი ინტერესდებოდა", - რატომ დარჩა ვან დე ბეეკი მანჩესტერში?
თარიღი 01 სექ 2021, 21:09

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის, დონი ვან დე ბეეკის აგენტმა, გუიდო ალბერსმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ეშმაკუნების" რიგებიდან თავისი კლიენტის არშემდგარ წასვლაზე ისაუბრა.

"დონით იტალიიდან, გერმანიიდან და ინგლისიდან ბევრი გუნდი ინტერესდებოდა, ყველაფერი კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ წასვლისთვის კლუბის დახმარებაცაა საჭირო. ჩანდა, რომ კლუბი თანამშრომლობისთვის მზად იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ასე არ მოხდა. რა თქმა უნდა, სამწუხაროა".

"სხვა მხრივ, ეს იმას ნიშნავს, რომ დონიმ თავისი შანსი და სათამაშო დრო უნდა მიიღოს, მაგრამ ამას დროთა განმავლობაში შევიტყობთ. სათამაშო დროს აქამდეც ჰპირდებოდნენ, მაგრამ ახლა საბოლოოდ შევუთანხმდით კლუბს, ასე რომ გვჯერა, ამჯერად ყველაფერი იქნება".

"არ ვილაპარაკებ იმაზე, კმაყოფილია თუ არა ვან დე ბეეკი შექმნილი ვითარებით, მაგრამ ფეხბურთი უყვარს და ყოველკვირა სურს მოედანზე გასვლა. ამის საფუძველზე შეგიძლიათ ივარაუდოთ, თუ რა სურს მას", - ციტირებს ალბერსის სიტყვებს Goal.

24 წლის ჰოლანდიელი ფეხბურთელი "მანჩესტერ იუნაიტედში" "აიაქსიდან" 2020 წლის სექტემბერში 39 მილიონ ევროდ გადავიდა.

მიმდინარე სეზონში ვან დე ბეეკს ჯერ არ უთამაშია. Transfermarkt-ის ვერსიით, მისი სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონ ევროს შეადგენს.