პელე კრიშტიანუ რონალდუს მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნებას გამოეხმაურა

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა, პელემ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს მიმართა, რომელიც რამდენიმე დღის წინ "იუვენტუსიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა.
"არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე მსოფლიოს დაპყრობა და სახლში დაბრუნება. იყავი ბედნიერი, კრიშტიანუ", - წერს პელე სოციალურ ქსელში.
"ეშმაკუნების" რიგებში 36 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი 2003 წლიდან 2009 წლამდე ასპარეზობდა, შემდე კი "რეალში" გადავიდა.
ცნობისთვის, "ემიუს" მაისურით კრიშტიანუს ინგლისის ჩემპიონატი (3-ჯერ), ინგლისის თასი, ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი აქვს მოგებული.
გასულ სეზონში რონალდუმ "იუვენტუსის" მაისურით 44 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 36 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.