გრანდი, რომელიც მომავალ ზაფხულს ინსინიეს ხელში ჩაგდებას უფასოდ გეგმავს
"ნაპოლის" თავდამსხმელმა, ლორენცო ინსინიემ შესაძლოა მომავალ ზაფხულს კლუბი დატოვოს, წერენ იტალიურ პრესაში.
30 წლის შემტევს ნეაპოლელებთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება.
როგორც აღინიშნება, "ინტერს" მისი თავისუფალი აგენტის სტატუსით დამატების სურვილი აქვს.
Transfermarkt-ის ვერსიით, ინსინიეს სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 48 მილიონ ევროს შეადგენს.
2020/21 წლების სეზონში ლორენცომ ყველა ტურნირზე ერთად 48 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 19 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.