ავტორიზაცია

მხოლოდ სასურველ გუნდში ტრანსფერის მოლოდინში - ინსინიემ უარით ორი კლუბი გაისტუმრა

მხოლოდ სასურველ გუნდში ტრანსფერის მოლოდინში - ინსინიემ უარით ორი კლუბი გაისტუმრა
თარიღი 18 Aug 2021, 12:46

მილანის "ინტერი" არ არის ერთადერთი კლუბი, რომელიც ინტერესდება "ნაპოლის" კაპიტნით, ლორენცო ინსინიეთი. La Gazzetta dello Sport-ის თანახმად, "ნერაძურის" ორი კონკურენტი ჰყავდა.

საუბარია ლონდონის "ტოტენჰემისა" და სანქტ-პეტერბურგის "ზენიტის" შესახებ. იგივე წყაროს მტკიცებით, იტალიელმა შემტევმა უარით გაისტუმრა როგორც "ჰოტსპური", ისე რუსებიც.

ამის გარდა, "ლურჯები" მოიხიბლნენ "გაზპრომის" სარფიანი წინადადებით, რომელიც გულისხმობდა 40 მილიონი ევროს გადახდას თავიანთი ლიდერის სანაცვლოდ.

საქმე ისაა, რომ 30-წლის ვინგერი განიხილავს მხოლოდ ორ ვარიანტს - "გველებში" გადასვლას ან "აძურიში" დარჩენას. აპენინელი გარემარბის მომავალი აგვისტოს მეორე ნახევარში გაირკვევა.