ავტორიზაცია

რონალდუ: "ეს არის ჩემი პირადი რეკორდი და ის უნიკალურია"

რონალდუ: "ეს არის ჩემი პირადი რეკორდი და ის უნიკალურია"
თარიღი 02 Sep 2021, 11:48

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, კრიშტიანუ რონალდუმ სანაკრებო დონეზე დაფიქსირებული რეკორდის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, პორტუგალიელმა 111 გოლი გაიტანა.

"ეს არის ჩემი რეკორდი და ის უნიკალურია. ძალიან მიხარია, რომ ჩემს კოლექციაქს კიდევ ერთი მიღწევა შეემატა. ინდივიდუალური მიღწევა ყოველთვის სასიამოავნოა, მაგრამ ჩემთვის მთავარი გუნდია.

აქედან გამომდინარე, გამარჯვების მოპოვება ორმაგას გამიხარდა. მოტივაციის ნაკლებობას არ ვუჩივი და არც გაჩერებას ვაპირებ", - განაცხადა "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა.

შეგახსენებთ, ირლანდიასთან შეხვედრამდე, პირენეელთა შვიდიანი ანგარიშზე იყო 109 გოლი, რითაც ის პირველ ადგილს იყოფდა ალი დაეისთან, თუმცა შესრულებული დუბლის შემდეგ ის ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

აქვე დავამატებთ, რომ 36-წლის ფორვარდი დაბრუნდა "წითელ ეშმაკებში", სადაც 2003-2009 წლებში თამაშობდა. "ევროპელი ბრაზილიელების" შემდეგი მეტოქე ყატარი იქნება.