ავტორიზაცია

დორტმუნდის დირექტორი: "სანჩოს შენარჩუნებას ბოლო წუთამდე ვცდილობდით"

დორტმუნდის დირექტორი: "სანჩოს შენარჩუნებას ბოლო წუთამდე ვცდილობდით"
თარიღი 02 სექ 2021, 13:20

"დორტმუნდის" გენერალური დირექტორი, ჰანს-იოაჰიმ ვატცკე შემტევი ნახევარმცველის, ჯეიდონ სანჩოს "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა გაიხსენა.

"მანჩესტერ იუნაიტედთან" სანჩოს ტრანსფერში ვერაფერი მოვახერხეთ. წასვლა უნდოდა, ჩვენ კი მისი შენარჩუნება".

"მიღებული ფულით გახარებულები არ ვართ, იმედგაცრუებულები ვართ, რადგან ის წავიდა", - განაცხადა გერმანელმა ფუნქციონერმა.

შეგახსენებთ, რომ "წითელმა ეშმაკებმა" ინგლისელი ვინგერის სანაცვლოდ "შავ-ყვითლებს" 73 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაუხადეს. გასულ სეზონში სანჩომ "დორტმუნდის" მაისურით 38 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.