ავტორიზაცია

"ვბრაზდებოდი, როცა სარის შვილს მეძახდნენ", - ჟორჟინიოს აღიარება

"ვბრაზდებოდი, როცა სარის შვილს მეძახდნენ", - ჟორჟინიოს აღიარება
თარიღი 02 სექ 2021, 19:36

"ჩელსის" ნახევარმცველმა, ჟორჟინიომ არიარა, რომ ძალიან ბრაზდებოდა, როცა მას იტალიელი მწვრთნელის, მაურისიო სარის შვილს ეძახდნენ.

მოგეხსენებათ, 62 წლის სპეციალისტი ფეხბურთელს "ნაპოლიში" და ლონდონურ კლუბში წვრთნიდა.

"ჩელსიში" კარიერის დასაწყისში "ნაპოლი" მენატრებოდა. ყველას გვახსოვს, რას ამბობდნენ ჩემზე: ნელი ვარ, სუსტი, სარის შვილი. ეს ძალიან მაბრაზებდა".

"თუმცა, არ მაფასებდნენ, თავიდან ყველა კლუბში რთულია, ყველაში, ეს კი წარმოუდგენელია", - ციტირებს ჟორჟინიოს სიტყვებს The Players Tribune.

29 წლის ნახევარმცველი "არისტოკრატებს" "ნაპოლიდან" 2018 წლის ივლისში 57 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

მიმდინარე სეზონში ჟორჟინიომ პრემიერ ლიგაში 3 შეხვედრა ჩაატარა, თუმცა თავი შედეგიანობით ჯერ არ გამოუჩენია.