ავტორიზაცია

"თავიდან უნდა გავიხსნა", - საულმა ატლეტიკოდან ჩელსიში გადასვლის მიზეზები საჯაროდ განმარტა

"თავიდან უნდა გავიხსნა", - საულმა ატლეტიკოდან ჩელსიში გადასვლის მიზეზები საჯაროდ განმარტა
თარიღი 02 სექ 2021, 19:51

მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველმა, საულ ნიგესმა იჯარის წესით ლონდონის "ჩელსიში" გადასვლაზე განცხადება გააკეთა.

26 წლის ესპანელმა განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა გუნდის შეცვლა.

"არ ვიცი, შემეძლო თუ არა წინა ორი წლის მსგავსი კიდევ ერთი სეზონის გაძლება. ალბათ, სახლში რამდენიმე დღე ან კვირა ვიქნებოდი ბედნიერი. მაგრამ თავიდან უნდა გავიხსნა, "ჩელსიში" გადასვლის შანსი გამიჩნდა, ევროპის ჩემპიონის".

"წასვლის გადაწყვეტილება ძალიან რთული იყო, რადგან მარტო მივდივარ, მეუღლისა და ოჯახის გარეშე და პრაქტიკულად, საერთოდ არ ვიცი ინგლისური ენა", - ციტირებს ნიგესის სიტყვებს AS.

"არისტოკრატებმა" სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე საულის დამატებისთვის ყველა დოკუმენტის გაფორმება მოასწრეს.

ლა ლიგის გასულ გათამაშებაში ნიგესმა 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ორი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.