პიანიჩი წასვლაზე თანახმაა — 9 კლუბი, რომელსაც ბარსელონა ბოსნიელის დამატებას სთავაზობს
ესპანური მედიის თანახმად, "ბარსელონას" ნახევარმცველი, მირალემ პიანიჩი რამდენიმე რუსულ და თურქულ კლუბს შესთავაზეს.
ასე და ამგვარად, გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია "ზენიტზე", "სპარტაკზე", "ლოკომოტივზე", "ცსკა"-ზე და "რუბინზე". აგრეთვე, "ფენერბაჰჩეზე", "ბეშიქთაშზე", "გალათასარაისა" და "ისტანბულ ბაშაქშეჰირზე".
როგორც აღინიშნება, 31 წლის ბოსნიელის აგენტი უახლოეს პერიოდში "გალათასარაის" წარმომადგენლებს შეხვდება.
პიანიჩი "ბარსელონაში" 2020 წლის სექტემბრიდან ირიცხება, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში მას 30 მატჩი აქვს ჩატარებული და გოლი არ გაუტანია.
Transfermarkt-ის ვერსიით, კატალონიური გრანდის ნახევარმცველის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 20 მილიონ ევროს შეადგენს.
ამასთანავე, 1 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, პიანიჩი მზად არის კარიერა რუსეთში ან თურქეთში გააგრძელოს.