ხაბიბ ნურმაგომედოვი: "რონალდუმ მანჩესტერში გადასვლის შესახებ ერთი თვით ადრე მაცნობა"
UFC-ს ყოფილმა ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა განაცხადა, რომ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს "იუვენტუსიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის შესახებ ჯერ კიდევ ერთი თვით ადრე შეიტყო.
"დაახლოებით ერთი თვით ადრე მითხრა, რომ "მანჩესტერში" გადავიდოდა. ჩემთვის ეს მოულოდნელი არ ყოფილა", - ციტირებს ნურმაგომედოვის სიტყვებს TACC.
"ჩემი აზრით, მისთვის "მანჩესტერი" უფრო შესაფერისია, ვიდრე "იუვენტუსი", - დასძინა რუსმა მებრძოლმა.
მოგეხსენებათ, კრიშტიანუ რონალდუ "ეშმაკუნების" ღირსებას 2003 წლიდან 2009 წლამდეც იცავდა, სანამ მადრიდის "რეალში" გადავიდოდა.
36 წლის პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა 31 აგვისტოს "იუვენტუსი" დატოვა და ინგლისურ გრანდში დაბრუნდა.