"რონალდუს მანჩესტერში დაბრუნება სატრანსფერო ფანჯრის მშვენება გახდა", - ლინეკერი
ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, გარი ლინეკერმა ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა.
"სასწრაფო ამბავი: რონალდუ "მანჩესტერ იუნაიტედში" ბრუნდება. ვაუ! უბრალოდ ვაუ. როგორი ტრანსფერი. როგორი სატრანსფერო ფანჯარა "იუნაიტედისთვის". როგორი დაბრუნება სახლში. ეს მიყვარს", - წერს ლინეკერი სოციალურ ქსელში.
მოგეხსენებათ, მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე "ეშმაკუნებმა" "დორტმუნდიდან" ჯეიდონ სანჩო, "რეალიდან" კი რაფაელ ვარანიც დაიმატეს.
შეგახსენებთ, კრიშტიანუ "ემიუს" ღირსებას 2003 წლიდან 2009 წლამდეც იცავდა, შემდეგ "რეალში" (2009-2018) გადავიდა, მადრიდიდან კი - "იუვენტუსში".
"იუნაიტედის" რიგებში გამოცდილ სუპერვარსკვლავს პრემიერ ლიგა 3-ჯერ, ინგლისის ლიგის თასი 2-ჯერ, ქვეყნის თასი კი ერთხელ აქვს მოგებული.
აგრეთვე, რონალდუ 2008 წელს მანჩესტერელებთან ერთად ჩემპიონთა ლიგისა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.