სოლსკიაერი: "მანჩესტერს სრულყოფილი მცველი ჰყავს"
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა მცველ რაფაელ ვარანის ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.
"არ არის საიმდულო, რომ 10 წლის წინ მის შეძენასთან ახლოს ვიყავით, როცა "რეალში" გადადიოდა. მისდამი გრძნობებს წლების მანძილზე განვიცდიდით".
"სწრაფია, ძლიერი, კარგი ჰაერში. ორივე ფეხით თამაში შეუძლია. მოკლე პასუხი: მასში ყველაფერია, რაც გსურს", - განაცხადა ნორვეგიელმა დამრიგებელმა.
ვარანი "მანჩესტერ იუნაიტედში" "რეალიდან" გადავიდა, სადაც 2011 წლის ივლისიდან ასპარეზობდა.
ცნობისთვის, 28 წლის ფრანგი ფეხბურთელი "ეშმაკუნების" ღირსებას 19-ნომრიანი მაისურით იცავდა.