კრიშტიანუ რონალდუ მომდევნო მატჩს გამოტოვებს და პორტუგალიის ნაკრები დატოვა
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ პორტუგალიის ეროვნული ნაკრების განკარგულება დატოვა.
აღნიშნულ ინფორმაციას პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი ადასტურებს.
36 წლის ფორვარდმა ეროვნული გუნდის დატოვება გადაწყვიტა, რადგან 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე აზერბაიჯანთან 7 სექტემბერს გასამართ მატჩს გადაჭარბებული ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს.
გარდა აზერბაიჯანთან მატჩისა, პორტუგალიელები 4 სექტემბერს ყატარის წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ.
მოგეხსენებათ, რონალდუ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში "იუვენტუსიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნდა.