ავტორიზაცია

რონალდუს გარეშე — დი მარიამ დაასახელა 5 საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთანაც უთამაშია

რონალდუს გარეშე — დი მარიამ დაასახელა 5 საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთანაც უთამაშია
თარიღი 02 Sep 2021, 20:59

არგენტინის ნაკრებისა და "პსჟ"-ს შემტევმა ნახევარმცველმა, ანხელ დი მარიამ დაასახელა 5 საუკეთესო ფეხბურთელი მათ შორის, ვისთან ერთადაც უთამაშია.

პირველ ადგილზე 33 წლის სამხრეთამერიკელმა თანამემამულე და თანაგუნდელი ლიონელ მესი დააყენა. მეორე პოზიცია მარკო ვერატის ერგო. მესამეზე ზლატან იბრაჰიმოვიჩი მოგვევლინა. მეოთხე ადგილს ლუკა მოდრიჩი იკავებს, მეხუთეს კი - ტონი კროოსი.

აგრეთვე, დი მარიამ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რატომ არ შეიყვანა ამ სიაში თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ.

"მისი დამატებაც შემიძლია, მაგრამ ის მათ შორისაა, ვისაც სივრცე სჭირდება, მე კი ის ფეხბურთელები უფრო მომწონს, რომლებიც მოედნის მცირე მონაკვეთში მოქმედებენ, ისეთები, როგორებიც ლეო, ვერატი და მოდრიჩი არიან", - ციტირებს დი მარიას სიტყვებს Tyc Sports.

მოგეხსენებათ, აქამდე, დი მარიამ მესისთან მეგობრობაზე ისაუბრა და თავის კარიერაში ყველაზე ცუდი მწვრთნელი დაასახელა.