ავტორიზაცია

"ბევრი იწერებოდა ბარსელონაზე და გრიზმანში გაცვლაზე", - საული ალაპარაკდა

"ბევრი იწერებოდა ბარსელონაზე და გრიზმანში გაცვლაზე", - საული ალაპარაკდა
თარიღი 02 სექ 2021, 21:15

"ჩელსის" ახალწვეულმა, საულ ნიგესმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მისდამი "ბარსელონას" ინტერესზე გავრცელებულ ცნობებზე ისაუბრა.

"პირველ რიგში, იყო საუბრები "ბარსაზე", მაგრამ კონკრეტული შემოთავაზება არ მიმიღია", - აცხადებს 26 წლის ესპანელი ფეხბურთელი.

"წინასასეზონო მზადებისას, ყოველდღე იწერებოდა გრიზმანში გაცვლაზე. მედია ბევრს წერს და არ ადარდებს ის ზიანი, რომელსაც ხალხს აყენებს", - განაცხადა საულმა AS-თან საუბრისას.

მოგეხსენებათ, ნიგესი "ატლეტიკოდან" "ჩელსიში" სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე რამდენიმე საათით ერთწლიანი იჯარით გადავიდა.

ლა ლიგის გასულ გათამაშებაში საულმა 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ორი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.