ავტორიზაცია

"ყველაფერი ამ დეტალებმა გადაწყვიტა", - კოსოვოს მწვრთნელი საქართველოსთან მოგების შემდეგ

"ყველაფერი ამ დეტალებმა გადაწყვიტა", - კოსოვოს მწვრთნელი საქართველოსთან მოგების შემდეგ
თარიღი 02 Sep 2021, 22:21

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი საქართველოსა და კოსოვოს ნაკრებებს შორის 0:1 დასრულდა.

მატჩის შემდეგ კომენტარი კოსოვოს ნაკრების თავკაცმა ბერნარდ ჩალანდმა გააკეთა.

"როგორც თამაშის წინ ვთქვი, რთული თამაში იქნებოდა და ეს მართლაც ასე იყო. ორივე ნაკრებს მთელი თამაშები კარგი მომენტებიც ჰქონდა და ჩავარდნებიც..

მოხარული ვარ, რომ საბოლოოდ გავიმარჯვეთ. საქართველოს ნაკრებს კი მომავალში წარმატებებს ვუსურვებ.

ჩვენი მიზანი კარგი ფეხბურთის თამაში იყო, ვერტიკალური თამაში, ორთაბრძოლების მოგება და ყველაფერი ამ დეტალებმა გადაწყვიტა", - განაცხადა კოსოვოელთა თავკაცმა.