ავტორიზაცია

"სხვა ქვეყნების მსგავსად, დიდი რესურსი არ გვაქვს", - სანიოლი კოსოვოსთან მარცხის შემდეგ

"სხვა ქვეყნების მსგავსად, დიდი რესურსი არ გვაქვს", - სანიოლი კოსოვოსთან მარცხის შემდეგ
თარიღი 02 სექ 2021, 22:43

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი საქართველოსა და კოსოვოს ნაკრებებს შორის 0:1 დასრულდა.

მატჩის შემდეგ კომენტარი ჩვენი ნაკრების თავკაცმა ვილი სანიოლმა გააკეთა.

"საკმაოდ რთულ ჯგუფში ვართ. როცა შემტევ ფაზაში კვარაცხელია, კიტეიშვილი, ლობჟანიძე არ გყავს, სიტუაცია რთულდება. 

დიდი ქვეყნების მსგავსად, არ გვაქვს იმის რესურსი, რომ ისინი შევცვალოთ, მაგრამ მიზეზი მხოლოდ ეს არ არის. ცუდად ვითამაშეთ. 

ეს არ არის თამაში და შედეგი, რომელიც ჩვენ გვინდოდა, მაგრამ ეს ფეხბურთია, კოსოვოს გამარჯვებას ვულოცავ, ჩვენ კი მომდევნო მატჩებისთვის უნდა მოვემზადოთ.

ყველა ფეხბურთელს ნაკრებში ვერ გამოიძახებ. შემგელიას და ოქრიაშვილს აგვისტოში ძალიან ცოტა თამაში მოუწიათ და ამჯერად, სანაკრებოდ მზად არ იყვნენ.  ისე კი, ისინი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან," - განაცხადა სანიოლმა.