7-ანი რონალდუს გადაეცა — მანჩესტერ იუნაიტედში კავანის ახალი სათამაშო ნომერიც გაირკვა

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა, ედინსონ კავანიმ სათამაშო ნომერი შეიცვალა, მას შემდეგ, რაც მისი შვიდიანი ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს გადაეცა.
ასე და ამგვარად, ამიერიდან ურუგვაელი "ეშმაკუნების" ღირსებას 21-ნომრიანი მაისურით დაიცავს, რომლითაც ურუგვაის ნაკრებში ასპარეზობს.
მთელი გასული სეზონი ედინსონმა 7-ნომრიანი მაისურით გაატარა, აგრეთვე პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში "ვულვერჰემპტონის" (1:0) წინააღმდეგაც შვიდიანით ითამაშა.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ემიუმ" პრემიერ ლიგას სპეციალური თხოვნით მიმართა, რათა კრიშტიანუს 7 ნომერი აეღო, რადგან ლიგის წესების მიხედვით სეზონის მიმდინარეობისას ნომრის შეცვლა აკრძალულია.
მოგეხსენებათ, რონალდუ "მანჩესტერ იუნაიტედში" გასულ ზაფხულს ტურინის "იუვენტუსიდან" დაბრუნდა.