როგორი სიტუაციაა საქართველოს ჯგუფში დღევანდელი მატჩის შემდეგ?

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრები კოსოვოს დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.
სამწუხაროდ, 4 ტურის შემდეგ საქართველოს მხოლოდ ერთი ქულა აქვს და ჯერ თამაში არ მოუგია.
კოსოვოს ნაკრებმა კი ჩვენთან პირველი მატჩი მოიგო და გადაგვასწრო.
სატურნირო ცხრილს შვედეთი 9 ქულით ლიდერობს, მეორე კი ესპანეთია.
საქართველოს ნაკრები შემდეგ მატჩს 5 სექტემბერს, ესპანეთთან გამართავს.