VIDEO: ორი კორეა და ლაუტარო - არგენტინამ ვენესუელა მარტივად დაამარცხა
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში არგენტინის ეროვნული ნაკრები ესტუმრა ვენესუელას, რომელიც ანაგრიშით 3:1 დაამარცხა. მოედანზე იყო ლეო მესიც, თუმცა მათჩის გმირები სხვა მოთამაშეები აღმოჩნდნენ.
ორი გოლი გაიტანა მილანის "ინტერის" დუეტმა - ლაუტარო მარტინესმა და ხოაკიმ კორეამ, ერთიც კი მადრიდის "ატლეტიკოს" შემტევმა, ანხელ კორეამ. შვიდი ტურის შემდეგ, "ალბისელესტე" ბრაზილიას ექვსი ქულით ჩამორჩება.