ავტორიზაცია

28 წლის შემდეგ პირველად - უკანასკნელად როდის და ვისთან ჰქონდა წაგებული ესპანეთს მუნდიალის შესარჩევი ეტაპის მატჩში?

28 წლის შემდეგ პირველად - უკანასკნელად როდის და ვისთან ჰქონდა წაგებული ესპანეთს მუნდიალის შესარჩევი ეტაპის მატჩში?
თარიღი 03 სექ 2021, 10:34

ესპანეთის ნაკრების გუშინდელი მარცხი შვედეთთან ნამდვილად ისტორიის ნაწილი გახდება.

„ფურია როხამ“ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებში 1993 წლის შემდეგ პირველი მარცხი იწვნია - დიახ, არ მოგესმათ, უშუალოდ მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე ესპანეთის ეროვნული გუნდი 28 (!!) წლის მანძილზე არ მარცხდებოდა.

გუშინდელ დღემდე უკანასკნელი მარცხი მსოფლიოს შესარჩევზე ესპანეთის ნაკრებს 1993 წლის მარტში იმდროინდელმა მოქმედმა ჩემპიონმა, დანიის ნაკრებმა (1-0) აგემა.

მას შემდეგ, გუნდმა 66 მატჩი ჩაატარა და არცერთში არ დამარცხებულა - 52 მოგება, 14 ფრე.

მატჩში ანგარიში ესპანეთმა უკვე მე-5 წუთზე გახსნა, გოლის გატანა კარლოს სოლერმა მოახერხა. თუმცა, ზუსტად ერთ წუთში ალექსანდრ ისაკმა წონასწორობა აღადგინა.

გამარჯვების გოლი კი ვიქტორ კლასონმა შეხვედრის 57-ე წუთზე შეაგდო.