ავტორიზაცია

არსენალის ექს-ფეხბურთელმა დაასახელა სატრანსფერო შეცდომა, რომელიც ჩელსის პრემიერ ლიგის მოგებისთვის ბრძოლაში შეუშლის ხელს

არსენალის ექს-ფეხბურთელმა დაასახელა სატრანსფერო შეცდომა, რომელიც ჩელსის პრემიერ ლიგის მოგებისთვის ბრძოლაში შეუშლის ხელს
თარიღი 03 სექ 2021, 12:06

„არსენალის“ ექს-ფეხბურთელმა, პოლ მერსონმა დაასახელა შეცდომა, რომელიც „ჩელსიმ“ გასული სატრანსფერო ფანჯრის დროს დაუშვა.

მერსონის აზრით, „პენსიონერებს“ ფრანგი მცველი კურტ ზუმა „ვესტ ჰემში“ შემცვლელის მოყვანის გარეშე არ უნდა გაეშვათ.

„ჩელსი ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია, მაგრამ მათ სხვა მცველის შეძენის გარეშე კურტ ზუმა სულ ტყუილად გაუშვეს. ისინი სამი მცველით თამაშობენ, ამიტომ ცენტრში ჯეიმსის შეწევა მოუწევთ, რომელიც ფლანგზე უფრო კარგია.

თუ მათ ამ დაცვის სამეულით სეზონში 10,11 ან 12 მატჩის ჩატარება მოუწევთ, ძალიან გაუჭირდებათ. 

დარწმუნებული ვარ, მათ ზუმა იმიტომ გაუშვეს, რომ კუნდეს შეძენას აპირებდნენ. ბოლოს კი, შეიძლება იფიქრეს, რომ ჩალობაც ძალიან კარგი იქნება. შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ მათ მაინც გაუჭირდებათ.

როცა ჩემპიონთა ლიგაზე მოვა გადამწყვეტი მატჩები, „ჩელსიმ“ სრული კონცენტრაცია მათზე უნდა გადაიტანოს და სწორედ ამ დროს, პრემიერ ლიგის მატჩებში ზუმა ძალიან დააკლდებათ.“ - ციტირებს მერსონის სიტყვებს Sky Sports.

„სევილია" და „ჩელსი" კუნდეს თაობაზე მოლაპარაკებებს დიდი ხნის მანძილზე აწარმოებდნენ, თუმცა შეთანხმება ვერ მოახერხეს, რადგან ანდალუსიურ კლუბს თავისი ერთ-ერთი ლიდერის სანაცვლოდ 80 მილიონი ევროს მიღება სურდა.