ავტორიზაცია

ტოტენჰემიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წასული სერჟ ორიე სხვა ლონდონურ გუნდში გადადის

ტოტენჰემიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წასული სერჟ ორიე სხვა ლონდონურ გუნდში გადადის
თარიღი 03 სექ 2021, 12:12

ივუარიელმა მცველმა სერჟ ორიემ, რომელმაც „ტოტენჰემი“ კონტრაქტის გაწყვეტის შედეგად დატოვა, სულ მალე სხვა ლონდონური გუნდის ფეხბურთელი გახდება.

Sky Sports-ის ინფორმაციით, ორიე კარიერას ლონდონის „არსენალში“ გააგრძელებს.

ფეხბურთელის მიმართ ინტერესს სხვადასხვა ქვეყნის კლუბები იჩენდნენ, თუმცა თავად კოტდიუვარელმა ინგლისში დარჩენა გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ 2020/21-სეზონში სერჟ ორიემ პრემიერ ლიგის 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლის გატანა მოახერხა.

„ტოტენჰემში“ ორიე 2017 წელს გადავიდა, იქამდე კი „პარი სენ-ჟერმენში“ ასპარეზობდა. 

ცნობისთვის, კლუბებს შეუძლიათ თავისუფალ აგენტად მყოფი ფეხბურთელის დამატება, იმ შემთხვევაში, თუ წინა კლუბთან კონტრაქტი მან იმ დროს გაწყვიტა, როცა სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ გახსნილი იყო.

გარდა ამისა, გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დამატებული ფეხბურთელის განაცხადში შეყვანასაც ნებისმიერ დროს მოახერხებს, თუ საამისოდ ადგილი ექნება დარჩენილი, სხვა მოთამშის ამოგდება და ახლის ჩასმა დახურული სატრანსფერო ფანჯრის დროს აკრძალულია.