ავტორიზაცია

საუთგეიტი: "ზოგი ადამიანი თავის გონებაშია გაჭედილი და ასეთ დინოზავრადაც დარჩება"

საუთგეიტი: "ზოგი ადამიანი თავის გონებაშია გაჭედილი და ასეთ დინოზავრადაც დარჩება"
თარიღი 03 სექ 2021, 12:19

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეიტმა, იმ ადამიანებზე ისაუბრა, ვინც მისი გუნდის ფეხბურთელებს უნგრეთთან მატჩის დაწყების წინ, მუხლის მოდრეკის გამო დაუსტვინა.

მატჩების წინ მუხლის მოდრეკის კამპანია უკვე წელიწადზე მეტია მიმდინარეობს - მას შემდეგ, რაც ამერიკაში პოლიციელმა დაკავებული ჯორჯ ფლოიდი მუხლით გაგუდა. თუმცა, ბევრმა ამაზე უკვე უარი თქვა.

„ყველა იაზრებს, რომ სამყარო იცვლება. თუმცა, ზოგი ადამიანი თავის გონებასა და ფიქრებში გაჭედილია და საბოლოოდ, ასეთ დინოზავრადაც დარჩება.

მსოფლიო იცვლება! უნგრეთი არ არის იმდენად მრავალფეროვანი, როგორიც ჩვენი მოსახლეობაა. ჩვენ ბევრი დრო დაგვჭირდა, რათა მივსულიყავით იქ, სადაც საჭიროა. 

შევეცდებით, ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდობისთვის მაგალითის მიცემა მომავალშიც გავაგრძელოთ.“ - ციტირებს საუთგეიტის სიტყვებს The Guardian.

ინგლისის ნაკრებმა 4 მატჩში 4 გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს.